განცხადება

გაცნობებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით განსაზღვრული საკრებულოს ბიუროს სხდომა მოწვეულია 2012 წლის 25 იანვარს 16:00 საათზე, ხოლო საკრებულოს მორიგი სხდომა 2012 წლის 1 თებერვალს 12:00 საათზე. (მის. ქ.ოზურგეთი, კოსტავას ქ.#1 საკრებულოს სხდომათა დარბაზი)

01 24, 2012 · nana · უკომენტარო
კატეგორია : სიახლე

საკრებულოს გადაწყვეტილებები

გაცნობებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის 18 იანვრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილებები:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის #49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ~ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
- მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
- `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ~ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე; დამატებით »

01 24, 2012 · nana · უკომენტარო
კატეგორია : სიახლე