ბავშვთა დაცვის დღე

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე… ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებებით აღინიშნა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბავშვთა დღის ცენტრს ,,ცისკრის ვარსკვლავს “ სტუმრობდნენ, სადაც პატარა ბენეფიციარებმა სადღეასწაულო კონცერტი გამართეს.
სოციალურად დაუცველმა აღსაზრდელებმა კიდევ ერთხელ გაიხარეს და იგრძნეს მუნიციპალიტეტის მესვეურთა თანადგომა.
სხვა სტუმრებთან ერთად პატარებს 1 ივნისი და წმინდა ნინოს ხსენების დღე მამა ბასილ კვირჩილაძემ მიულოცა.
სადღესასწაულო ღონისძიებები სამხატვრო სკოლაში გაგრძელდა, სადაც ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრშიც, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ,,ნედლი სალამურების” კონცერტი გაიმართა.

Share

Comments

comments

06 1, 2012 · nana · უკომენტარო
კატეგორია : სიახლე