სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

08/03/2018

8 მარტს მერიამ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დაჯილდოვა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 8 მარტი რესტორან ,,გურჯიში“ აღინიშნა, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დაჯილდოვეს.
საზეიმო ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ვიცე- მერი ალეკო სურგულაძე, მერის მოადგილეები, ირაკლი სირაძე და ოსიკო თოთიბაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამო უშუალო და თბილ გარემოში წარიმართა,საესტრადო სიმღერების შემსრულებლებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ქალბატონებს 8 მარტი მოულოცა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. 8 მარტი ქალბატონებს ასევე ვიცე-მერმა ალეკო სურგულაძემ და მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ მიულოცეს. 
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.