სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

12/02/2018

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი





თბილისის საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიებას დელეგატის სტატუსით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები ესწრებდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ფორუმში მონაწილეობა 
ქეთი ვასაძემ და მარიკა ჩხიკვიშვილმა მიიღეს.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართეს.

თემაზე "მულტიმუნიციპალური თანამშრომლობა" პრეზენტაცია წარადგინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულს ახალგაზრდა წევრებმა. მათ თავიანთი ხედვა და სამომავლო პერსპექტივები გააცნეს დელეგატებს მუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებით.

ფორუმის დასასრულს დელეგატებმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს, რომელიც 10-პუნქტიანია და ეხება მულტიმუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერებას, ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე ახალგაზრდებში ძალადობის აღმოფხვრას.

„ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი ახალგაზრდული ფორუმი“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით ჩატარდა.