სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

10/07/2018

ანსამბლი „გურია“ ფესტივალზე ცეკვა „ფუნდრუკით“ წარსდგა





ქალაქ ბათუმში თენგიზ სუხიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალ - კონკურსი ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 
ოზურგეთის ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა "გურიამ" მიიღო. 
ანსამბლი ფესტივალზე ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ილიკო სუხიშვილის პირადი ინიციატივით მიიწვიეს. 
ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა "გურიამ," როგორც საპატიო მონაწილემ, ფესტივალი ცეკვა „ფუნდრუკით“ გახსნა. 
გურულმა საცეკვაო ნომერმა, რომლის ქორეოგრაფია და მუსიკაც ლოტბარ და ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძეს ეკუთვნის ნინო და ილიკო სუხიშვილების მოწონება დაიმსახურა. 
ცეკვა „ფუნდრუკი“ ქორეოგრაფებმა ჯუმბერ დუნდუამ და ვაჟა ახვლედიანმა აღადგინეს. 
როგორც ანსამბლ „გურიას“ ხელმძღვანელი, კობა დუნდუა განმარტავს მიმდინარეობს მუშაობა ახალ საკონცერტო პროგრამაზე, რომელიც მხოლოდ გურული კომპოზიციებით იქნება დატვირთული. გარდა ძველი გურული ცეკვებისა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურია“ მაყურებლის წინაშე კობა დუნდუას ახალი საავტორო ცეკვებით წარსდგება.