სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

16/10/2017

არჩილ ყაზაიშვილმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა.

უამინდობამ პრობლემები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შექმნა. წყლის დონემ იმატა სოფელ შემოქმედში (წითელმთის დასახლება) მდინარე  ბჟუჟსა და ცხემლისხიდში - მდინარე ნატანებზე. მდინარეები ნაპირებიდან  გადმოვიდა და საფრთხე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს შეუქმნა. დაიტბორა რამდენიმე მოსახლის ეზოც.

ძლიერმა ქარმა დაბა ურეკში ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.

„ უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც  საგანგებო  რეჟიმში იმუშავებს. ამინდის გაუარესებასთან ერთად მოსალოდნელია მეწყრული პროცესებიც.  მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ შევეცდებით ყველა შემოსულ შეტყობინებაზე მოვახდინოთ მყისიერი რეაქცია  და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვაგვაროთ სტიქიით გამოწვეული პრობლემები, “- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა.

 ამ წუთებში ოზურგეთში აღარ წვიმს.