სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

14/05/2018

ასკანელი მოსწავლეების ინიციატივა კომისიის სხდომაზე.





 სოფელ ასკანის საჯარო სკოლის, სამოქალაქო სასკოლო კლუბის
" ქარავანის" წევრებმა, ინიციატივა სოფელში ბანერის განთავსების შესახებ, დღეს, ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე გააჟღერეს.

"ჩვენი სოფლის ტურისტული და ღირშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის ცენტრში გვსურს დავამონტაჟოთ ბანერი, რომლეზედაც განთავსებული იქნება ასკანაში არსებული კულტურული ძეგლების მდებარეობა და კილომეტრაჟი" -აღნიშნეს ახალგაზრდებმა.
საკრებულოს წევრებმა ინიციატივა მოიწონეს და მერიის შესაბამისსამსახურს სამომავლო პროცედურების გატარების მიზნით მიმართეს. 
" მისასალმებელია, რომ ახალგაზრდობა ზრუნავს თავისი სოფლის განითარებაზე, მსგავსი იდეების წარმოჩენა ერთის მხრივ მაჩვენებლია მოსწავლეების აქტიურობის და აუცილებელია ხელშეწყობა". - აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა.

როგორც ასკანის საჯარო სკოლის პედაგოგმა განმარტა :

 "ეს არის სამოქალაქო კლუბის პროექტის " ტურიზმი ასაკნაში" ერთ-ერთი აქტივობა. ბანერზე დაახლოებით 7 ტურისტული ობიექტი განთავსდება და ეს იქნება თვალსაჩინო ყველა იმ ვიზიტორისათვის, რომელიც სოფელს ესტუმრება."

 საკრებულომ მერიას წერილით უკვე მიმართა, ბანერის დამონტაჟებისთვის შესაბამისი სამსახურის თანხმობის გაცემის მიზნით.