სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

09/03/2018

„ათეა“ -ს სამუშაო შეხვედრა ოზურგეთში.





საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ათეა“- ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინიაშვილი, ასოციაციის წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის ექსპერტთან დავით ზარდიაშვილთან ერთად, მხარის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს , მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიასა და მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს შეხვდა.

ნათია ღვინიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის საქმინობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით „ათეა“ მომავლში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებს

ექსპერტმა დავით ზარდიაშვილმა თვითმმართველობის გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი მუშაობითა და მეტი კოორდინაციით შესაძლებელი გახდება თვითმმართველ ორგანოთა ხარისხის ამაღლება და ადგილებზე უფრო ეფექტიანი მმართველობის დამკვიდრება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ანალოგიურ შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს.