სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

11/01/2018

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა საკრებულოში.





 ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, დღეს, საზოგადოებრივი დარბაზთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად, 2018 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტის საჯარო განიხილვა შედგა.

 ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერიამ შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებული, საკრებულოს მეორედ 8 იანვარს წარუდგინა 18 მილიონ 619 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში, წინა წლების მსგავსად მთავარი პრიორიტეტი - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია : განათლების ხელშეწყობა; კულტურა; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

 არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, პოგრამების შესრულების შეფასების ინდიკატორებსა და (ა)ი.პ.-ების რეორგანიზაციაზე დასმულ შეკითხვებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები პასუხობდნენ.

 "მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ის ძირითადი საფინანსო დოკუმენტია, რომლის მართებულ დაგეგმვასა და განკარგვაზე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა დამოკიდებული. ამიტომაც სწორედ, რომ აუცილებელია მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით." - აღინიშნა საჯარო განხილვისას.

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, 12 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.