სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/03/2018

ბიუროს სხდომა





საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომაზე დამატებით იმ საკითხებზე იმსჯელა, რომლებიც 7 მარტს გასამართ საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილება.

საზოგადოებრივი დარბაზის და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებებზე, საკრებულო დადგენილებების მიღებას უყრის კენჭს. საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იყო დაწყებული.

მსჯელობა გაიმართა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ, მერიის მიერ ინიცირებულ საკითხზე გადაწყვეტილებას მორიგ სხდომაზე მიიღებენ.

დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება მუნიციპალიტეტის სიმბოლოებისა და ელექტრონული პეტიციის შემუშავების მიზნით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებენ საკრებულოს წევრები.

საკრებულოს ბიურომ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში მოისმინა, საკრებულო გაწეულ საქმიანობაზე ანგარიშს ცნობად მიიღებს.

საკრებულო, აღნიშნულ და ბიუროს გასულ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგით, მორიგ სხდომას 7 მარტს, 14:00 საათაზე გამართავს.