სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

10/01/2018

ბიუროს სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგი.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულო სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა და დღის წესრიგიც განსაზღვრა.საკრებულო 
2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად 12 საკითხს განიხილავს. 
მათ შორის:

 საკრებულოს წევრები ა (ა)ი.პ "მომსახურების ცენტრისა და "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მათი აღრიცხვა-
ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებული დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე იმსჯელებენ.

 საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის,
ზედამხედველობისა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
მართვის სამსახურის დებულებების დამტკიცების თაობაზე.

 კენჭი ეყრება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმების შესახებ“ განკარგულების მიღებას.

 საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანა განიხილება.

სხდომაზე მსჯელობის საგანი იქნება:- 2017 წელს გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართ რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღება.

 საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით ბიურომ სამი ახალი ფრაქცია დაარეგისტრირა. ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები", ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები", ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეები". ფრაქციების შექმნის თაობაზე ინფორმაციას საკრებულო ცნობად მიიღებს.