სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

02/09/2017

ბლექ სი არენაზე შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა





ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში მოეწყო და მასში 6 ქვეყნის: საქართველოს, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, სომხეთისა და თურქეთის ფოლკლორული კოლექტივები ჩაერთნენ.
ფესტივალს წელს სპეციალური მოწვევით ფლამენკოს ჯადოქარი, ესპანური "ლა მონეტა" ესტუმრა. საქართველო ანსამბლებმა: "რუსთავმა" და "ბასიანმა" წარმოადგინეს.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს გურიაში მეორედ ჩატარდა. მაყურებელმა იხილა ყველაზე მრავალფეროვანი ფოლკლორული საღამო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უნიკალურ, ხალხურ ტრადიციულ მუსიკასა და ცეკვას აერთიანებს.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე და კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი სახეები და ფოლკლორული ანსამბლების სამხატვრო ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ადგლობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.