სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

11/09/2017

ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია





გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარეობს 4კმ. და 900 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა. 

სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა.

პროექტი 3 ეტაპიანია. გზის ნაწილი გასულ წელს მოასფალტდა. წელს მიმდინარეობს 2 კმ. და 587 მ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

აქტიურ ფაზაშია დაზიანებული და ამორტიზებული 21 მ. სიგრძის ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც.

ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარზე მეტი გამოიყო.

სამუშაო პროცესს გუბერნატორთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე გაეცნენ.

 

პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება  792 995 ლარს შეადგენს .