სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

09/07/2018

დაბა ანასეულში წყალმომარაგების პრობლემები განიხილეს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მერის მოადგილეები, ალექსანდრე სურგულაძე, ოსიკო თოთიბაძე და შპს ,,სატისი“-ს ხელმძღვანელი დავით ცერცვაძე ესწრებოდნენ. დაბა ანასეულში წყალმომარაგების პრობლემა წლებია დგას. ადგილობრივების თქმით წყალი, რომელიც მათ გრაფიკით მიეწოდებათ სასმელად გამოუყენებელია. შეხვედრაზე გრიგოლ კაციამ სამოქმედო გეგმა წარადგინა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ანასეულის მოსახლეობას სასმელი წყალი შეუზღუდავად მიეწოდება.