სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

04/12/2017

დამტკიცდა კომისიათა შემადგენლობა და აპარატის საშტატო ნუსხა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს მუდივმოქმედი კომისიების დებულებების შესახებ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ახალი მოწვევის საკრებულოს კომისიების ხელმძღვანელებმა კოლეგებს დებულებები დეტალურად გააცნეს და სრულფასოვანი საქმიანობის დაწყების მიზნით კომისიათა პერსონალური შემადგენლობები დაამტკიცეს. 
დამტკიცდა საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა, რომელიც 21 პროფესიულ საჯარო მოხელეს და 3 შტატგარეშე თანამშრომელს მოიცავს. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების ვადად საკრებულოს მორიგი სხდომა განისაზღვრა.