სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

13/03/2018

დისკუსია გურიაში ქალთა უფლებების მდგომარეობის შესახებ.





 ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს, დისკუსია გაიმართა გურიაში ქალთა უფლებების მდგომარეობის შესახებ.

„გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის ფარგლებში, 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენელმა თამარ ოგანოვმა პრეზენტაცია წარმოადგინა გურიის რეგიონში ქალთა უფლებების მდგომარეობის, ოჯახში ძალადობისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, მერიის განათლებისა და გენდერის საკითხთა განყოფილების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. შეხვედრის მიზანი გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის არსებული ფაქტების, სტატისტიკისა და პრევენციის ზომების განხილვა გახლდათ.

დისკუსია ქალთა ისტორიული თვის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.