სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/08/2018

ელ. მექანიზმების გაცნობის მიზნით სოფლებში შეხვედრები გრძელდება.





"თვითმმართველობა განათლებისათვის" ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის "პროგრესის სახლთან" ერთად, ელექტრონული მექანიზმების გაცნობის მიზნით სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს.

დღეს, სოფელ ნატანებისა და მერიის მოსახლეობას, საკრებულოში დანერგილი ელექტრონული მექანიზმები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გააცნო.

" საკრებულოს ინტერესია, მაქსიმალურად მოხდეს მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართვლობის ორგანოების საქმიანობაში. ამისათვის თქვენ, სხვადასხვა ინოვაციურ მექანიზმებს გთავაზობთ, რათა კიდევ უფო გაგიადვილდეთ ჩართვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში. გამოიყენეთ მაქსიმალურად ეს შესაძლებლობები, რათა ერთად ვმართოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი" - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. მანვე სხდომების პირდაპირ ტრანსლირებაზე, ინფორმირების მიზნით სმს- სისტემის ამოქმედებაზე, ანგარიშვალდებულების პროცესზე დეტალურად ისაუბრა.

ელექტრონული პეტიციის მნიშვნელობასა და სარგებლობაზე გაამახვილა ყურადღება ოზურგეთის პროგრესის სახლის წარმომადგენელმა.
" ელექტრონული პეტცია ეს არის დამატებით ახალი, მოქნილი მექანიზმი თქვენი პრობლემები განხილვის საგნად აქციოთ ადგილობრივი ხელისუფლებისათვის" - აღინიშნა შეხვედრებისას.

შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

პროექტის „თვითმმართველობა განათლებისთვის“ მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მექანიზმის გაცნობა. პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.