სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/06/2018

ელექტრონული პეტცია-ოზურგეთლების კიდევ ერთი ჩართულობის მექანიზმი





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რეგლამენტში ცვლილებებს მორიგ სხდომაზე მხარი დაუჭირა, რაც ნიშნავს რომ ოზურგეთლებს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩართულობის კიდევ ერთი მექანიზმის - ელექტრონული პეტიციის გამოყენება შეეძლებათ. საკრებულომ ელექტრონული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ი 0,5 %-მდე შეამცირა. 

" პარტნიორ არასათავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შემუშავებულია ელექტრონული პლატფორმაც, რომლის ინტეგრირება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.ozurgeti.mun.gov.ge მოკლე დროში მოხდება " - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.  "აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პეტციის შემუშავება პეტიციის გზით ინიცირებული იყო საკრებულოში, რომლის განხორციელებაც საკრებულომ წარმატებით დაასრულა. აქვე დავსძენ, ეს იქნება კიდევ ერთი შესრულებული ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში, რომელიც 2018-2019 წლების ვალდებულებად განგვესაზღვრა. საკრებულო ინარჩუნებს გასული წლების საქმიანობის მთავარ პრინციპებს- მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად"- აღნიშნა საკრებულოს თავმდჯომარემ დავით დარჩიამ. რეგლამეტში ცვლილება ერთხმად დამტკიცდა