სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

13/04/2018

,,ექსპო ჯორჯიამ" გამოფენას - Caucasus Tourism Fair-ს უმასპინძლა





2018 წლის 12-14 აპრილს გამოფენების ცენტრმა ,,ექსპო ჯორჯიამ" მე-20 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას - Caucasus Tourism Fair -ს უმასპინძლა. 
გამოფენის მიზანი იყო დარგში მიმდინარე პროექტების და ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია-პოპულარიზაცია, ასევე ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს რეგიონების, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, რისთვისაც ყოველწლიურად ეწყობა რეგიონული სტენდები ფოტოსურათებითა და ვიდეო მასალებით. 
გამოფენა ტურიზმის ადმინისტრაციის, კულტურის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. 
გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან კი ტურიზმის განვითარების სამსახურის განყოფილების უფროსი, ირინა შალამბერიძე და ა.(ა)ი.პ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი, მათე სკამკოჩაიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც გურული ჩაი, ანასეული ოტკა, ღვინო, თაფლი და სხვადასხვა ნატურალური პროდუქტი, ასევე ტურისტული კერების ამსახველი ფოტომასალა წარადგინეს.