სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

12/04/2018

ოზურგეთში ქვეითთა გადასასვლელების მოხაზვა მიმდინარეობს





ოზურგეთში, გამსახურდიას მოედანზე მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ქვეითთა გადასასვლელების მოხაზვა მიმდინარეობს. 
სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი, თემურ გიორგაძე გაეცნენ. 
ე.წ. "ზებრა" გადასასვლელები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მოიხაზება.