სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/02/2018

განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს მორიგ სხდომაზე.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისიწინებულ საკითხებზე მსჯელობა მას შემდეგ გაიმართა, რაც დეპუტატებმა კენჭი უყარეს მეორე საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას.

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განაკრაგულების მიღება წარმოადგენდა დღის წესრიგის მეორე საკითხს. მერი თანხმობას ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძების იჯარის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში, 10 (ათი) წლის ვადით, შ.პ.ს. „მაგთიკომი“-სთვის გადაცემის თაობაზე ითხოვს. 
როგორც საკრებულოს აგრარული, ქონების მართვისა და
ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა კილაძემ აღნიშნა:

"საკითხის შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ არ ჩანს საიჯარო ქირის აუდიტორის დასკვნაში მოცემული ოდენობით
განსაზღვრის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. ამიტომ უმჯობესია აღმასრულებელმა დეტალური ინფრომაცია წარმოადგინოს, რის შემდეგაც კომისია კვლავ იმსჯელებს აღნიშნულის თაობაზე". 
დეპუტატთა სრული მხარადჭერით საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნა.

საქართველოს მთავრობის სამართლებრივი ზედამხედველობის დასკვნების საფუძველზე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, საკრებულოს კომისიების, აპარატის და მერიის სამსახურების დებულებებში აისახა.

 საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკრებულოს საზოგადოებრივი დარბაზის დებულების შესახებ.

 განკარგულება იქნა მიღებული საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ყოველთვიური ლიმიტისა და თითოეული მოვალეობის შესრულებისათვის ხარჯების 
მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. მოგეხსენებათ, კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს იმ წევრისთვის, რომელიც არ არის თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ ოდენობა , საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს შეადგენს.

 საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორმაცია. ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორები"-ს თავმჯდომარის ლევან თოიძის, დავით ჭაკნელიძედ ჩანაცვლების შესახებ.

 ფრაქცია "ოზურგეთელ ხელმოკლეთა და მშრომელთა ინეტრესებისთვის" თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძემ განცხადება ვეტერენებისა და საბავშვო ბაღის პედაგოგების ხელფასებსა და დაფინანსებაზე გააკეთა. შესაბამისი კომისიის ხელმძღვანელმა ლელა საჯაიამ აღნიშნულის შესახებ კომისიის მიერ გაწეული საქმიანობაზე გაკეთა აქცენტი და იქვე დეპუტატებს კიდევ ერთხელ კომისიის ფორმატში საკითხზე მუშაობა შესთავაზა.

 დღესვე მორიგ სხდომაზე ორგანიზაცია "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი"-ს წარმომადგენელმა თამარ ღლონტმა საკრებულოს პროექტის " ყოფილ პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარაჭერის პროგრამის" შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა თვითდასაქმებას, მცირე ბიზნესის წამოწყების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუჯობესების ხელშეწყობას, იურიდიულ დახმარებასა და სხვდსხვა სტაჟირების პროგრამებს მოიცავს.

 "მნიშვნელოვანია საკრებულოს წევრების, მაჟორიტარების ინფორმირება ამ კუთხით, რათა ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს მუნიციპალიტეტის სოფლებში და ბევრმა ამ კატეგორიის ადამიანმა მიღოს ის სიკეთე, რომელიც პროექტით არის შესაძლებელი."