სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

08/07/2018

გიორგი სალუქვაძის სახელობის ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურა





გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-9 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი მონაწილეთა საზეიმო აღლუმითა და გრანდიოზული გალა-კონცერტით დაიხურა. კონკურს-ფესტივალში ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ბელორუსიის, უკრაინის, სლოვაკეთის, ასევე საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. გრანპრის მფლობელები უკრაინის, ლიტვის, საქართველოდან თბილისისა და ფოთის ქორეოგრაფიული ანსამბლები გახდნენ. ფესტივალის მონაწილეები პირველი და მეორე ხარიხსის დიპლომებით და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს- ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა. ფესტივალი ,,არტ გურიას", მერიის კულტურის, სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ასევე ა.(ა)ი. პ. მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო. გალა-კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.