სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/07/2018

გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორული ფესტივალი გრძელდება





გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-9 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის ფარგლებში დღეს გიორგი სალუქვაძის გორელიეფი გვირგვინით შეამკეს. სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართა სტუმართა საზეიმო მიღება, მოეწყო ფესტივალის მონაწილე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას გურიის გუბერნატორის მოადგილე, არჩილ ყაზაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. „ მაქვს პატივი მოგესალმოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. ოზურგეთი ყოველთვის იყო გურიაში კულტურული ცხოვრების ცენტრი და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ჩვენ ვართ ამაყები, რომ უკვე მე-9 წელია ვმასპინძლობთ გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალს. გიორგი სალუქვაძე იყო ქართული ფოლკლორის ქომაგი, ლოტბარი, მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, საქართველოს სახალხო არტისტი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,“- ღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ. ფესტივალის ფარგლებში ოზურგეთი მეორე დღეა ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ყაზახეთის, ბელორუსიის, უკრაინის, სლოვაკეთის, ასევე საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიულ ანსამბლებს მასპინძლობს. გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს- ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ,,არტ-გურია“ და ა.(ა)ი. პ. მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანება.