სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/03/2018

ინფრასტრუქტურის კომისიის წარმომადგენლები გ. სალუქვაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.





 ქალაქ ოზურგეთში, გ. სალუქვაძის ქუჩის მცხოვრებთა განცხადებას საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისია გამოეხმაურა.

აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები დაზიანებული გზის რეაბილიტაციას კოლექტიური განცხადებით ითხოვენ. ადგილზე მივიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა , საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი ლავრენტი ბიგვავა, ფრაქციების "ქართული ოცნებისა და "ქართული ოცნება - მწვანეების" წარმომადგენლებთან ერთად.

გზის მოხრეშვითი სამუშაოები შესაბამისი სამსახურის მხრიდან ცოტა ხნის წინ განხორციელდა, თუმცა გ. სალუქვაძის ქუჩაზე დასახლებული 8 ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას გზის მოასფალტებას სთხოვს. როგორც ქუჩის მაცხოვრებლები აღნიშნავენ

 "25 წლის წინ დაგებული ასფალტი, დღეს, ავარიულ მდგომარეობაშია და გზა რეაბილიტაციას საჭიროებს."

 " ჩვენ საკითხს აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახურის წინაშე დავაყენებთ და ერთად გამოვძებნით პრობლემის გადაჭრის გზებს" - აღნიშნა კომისიის ხელმძღვანელმა ლავრენტი ბიგვავამ ადგილობრივებთან შეხვედრისას.

ინფრასტრუქტურის კომისიამ შეისწავლა ქუჩის ფაქტობრივი მდგომარეობა: ქუჩის სავალი ნაწილი 200 გრძივ მეტრამდეა დაზიანებული. მორღვეულია ასფალტის საფარი და უმეტეს ნაწილზე წარმოშობილია ორმოები.