სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

31/08/2017

კომისია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ რეკომენდაციას გაეცნო





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ლელა საჯაიამ, დღეს გამართულ კომისიის სხდომაზე , კოლეგებს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ფუნქციონირების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული რეკომენდაცია გააცნო. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა, მოგვმართა რეკომენდაციით, რომელშიც აღწერილია ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, განსაზღვრულია ეროვნული რეკომენდაციის შემუშავების მიზანი, აღწერილია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული ფუნქციები და და მათი შესრულების პირობები" - აღნიშნა ლელა საჯაიამ და კომისიის წევრებთან ერთად, დეტალურად განიხილა, მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის განსაზღვრული პროგრამების რეკომენდებული ნუსხა. როგორც კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს" გადაეგზავნება.