სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

10/01/2018

კომისიებმა ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი განიხილეს.





2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობდა, დღეს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურისა და აგრარულ საკითხთა კომისიების ერთობლივ სხდომაზე.

 მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი 8 იანვარს მიაწოდა საკრებულოს და ის 18 მილ 619 ათასი ლარითაა განსაზღვრული. რაც ნიშნავს შემდეგს, რომ შემოსულობების გეგმიური მაჩვენებლი 140 ათასი ლარითაა გაზრდილი, ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით. აღნიშნული ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს მიერ წარმოდგენილი შენიშვნებიდან ერთ-ერთია, რომელიც აღმასრულებელმა გაითვალისწინა და ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტში ასახა.

 სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები, თუ რა კრიტერიუმებით აპირებს აღმასრულებელი პრიორიტეტების განსაზღვრას, კულტურული ღონისძიებები და სოციალური პროგრამები ძირითადად ის საკითხები იყო, რომლებზედაც დეპუტატების შეკითხვებს მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პასუხობდა.

 "მერიის მიერ წარმოდგენილ კორექტირებულ ვარიანტში ძირითადად გათვალისწინებულია კომისიებსა და ფრაქციებში გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რის შედეგადაც პროექტი შეიძლება ჩაითვალოს პროგრამულ ბიუჯეტთან მიახლოებულად, ამასთან სასურველია მეტი კონკრეტულობა და გამჭვირვალობა, განსაზღვრული იყოს ხარჯვის ინდიკატორები, რათა მუნიციპალიტეტის ნებისმიერ გადამხდელსა და მცხოვრებს შეეძლოს დაინახოს სად და რისთვის იხარჯება ბიუჯეტის თანხები." - განაცხადა ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელმა ლავრენტი ბიგვავამ.

 "კომისიების წევრების გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის სკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენა, მიზანშეწონილად მიიჩნევა,სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების, წინადადებების გათვალისწინების შემდეგ. " - აღნიშნულია კომისიების ერთობლივ სხდომაზე შემუშავებულ დასკვნაში.