სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/08/2018

კოსტავას ქუჩის N129-ში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება





ოზურგეთში კოსტავას ქუჩის 129 ნომერში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. ამ დროისათვის, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება მიმდინარეობს, მოეწყო ბორდიურები და სანიაღვრე არხები. დღეს სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოინახულა. ეზოს კეთილმოწყობას შპს ,,პალასი“ ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობას ტექნიკურ ზედამხედველობას ინსპექტირების ორგანო შპს ,,რეალექსპერტი“ უწევს. პროექტის ღირებულება 49 598 ლარს შეადგენს.