სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

14/04/2018

კულტურის ცენტრში დედა ენის დღე აღნიშნეს





დღეს ა.(ა).ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების"   ორგანიზებით დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სახელწოდებით - "ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!"

წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული, ფოლკლორული და მხატვრული ნომრები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:  ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჯუთა,“ ფოლკლორული ანსამბლები: „ნედლი სალამურები,“  „მარულა,“და ანსამბლი „დილა.“  

ღონისძიება  მსახიობ ვახტანგ ჩხარტიშვილის რეჟისურითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის - ნინო ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი - კონსტანტინე შარაშენიძე, ვიცე-მერი ალექსანდრე სურგულაძე, მერის მოადგილეები: ირაკლი სირაძე, ოსიკო თოთიბაძე და კულტურის განყოფილების უფროსი, მაიზერ ცელაძე დაესწრნენ.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან ყოველწლიურად 14 აპრილს აღინიშნება.