სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

08/08/2018

მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რკინა-ბეტონის გზა იგება





სოფელ მაკვანეთში, აღდგომის სახელობის ტაძართან რკინა-ბეტონის გზა იგება.

მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და იფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა,  თემურ გიორგაძემ  სამსახურის სპეციალისტებთან:  გიორგი ნიკოლაიშვილთან  და პაატა ვაშალკომიძესთან  ერთად დაათვალიერა.

რთული საგზაო მონაკვეთზე, რომელიც  სოფლის სასაფლაოსა და არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმთან მდებარეობს  70  მეტრი სიგრძის ბეტონის საფარი იგება .

სამშენებლო  სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო.