სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

01/11/2017

მელექედურში ხანძრისგან დაზარალებულებს სამშენებლო მასალები გადასცეს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ სოფელ  მელექედურში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ღლონტების ოჯახს სამშენებლო მასალები გადასცეს.

გიზო ღლონტის ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი  ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. დაიწვა  სახლის ორივე სართული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

დაზარალებულებს მუნიციპალიტეტმა 10 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები: ბლოკი, ცემენტი, არმატურა, თუნუქის სახურავი და ხის მასალა გადასცა.