სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

27/11/2017

მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიაა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ, 37 ხმით დავით დარჩია აირჩიეს. "მადლობა ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის. მე კიდევ ერთხელ მეძლევა შესაძლებლობა ვიყო საკრებულოს თავმჯდომარე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ვალდებულება თქვენთან ერთად ვაკეთო სასიკეთო საქმე. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედია საშუალებებთან. თითოეული გადაწყვეტილება მიიღება ღიად, გამჭვირვალედ, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ოზურგეთლების წინაშე მაქვს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელთა ნდობით დღეს საკრებულოს წევრი ვარ. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის "- საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.