სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

08/06/2018

მერიამ ახალი დასუფთავების მანქანები შეიძინა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 2 დასუფთავების მანქანა შეიძინა.

„ფორდ-ტრანზიტის“ მარკის დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები მუნიციპალიტეტის მასშტაბით  განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება.

„ახალი ტექნიკის  გამოყენებით შევძლებთ კიდევ უფრო  მეტად დალაგებული და მოწესრიგებული ქალაქი გვქონდეს. შევიძინეთ  2 ერთეული  ტექნიკა,  რომელიც ა(ა)ი.პ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვისცენტრს“ გადაეცემა.  ამით კიდევ უფრო გაუმჯობესდა ჩვენი ავტოპარკი,“ - განაცხადა ოზურგეთის  მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.