სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

14/05/2018

მოსახლეობის კმაყოფილების შესახებ კვლევის პრეზენტაცია.





 

 საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, მუნიციპალური სერვისების მიწოდების შედეგად, მოსახლების კმაყოფილების კვლევის მეორე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კველვა ორგანიზაცია - ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა " პროგრესის სახლმა განახორციელა და მისი მიზანი იყო გამოევლინა ქალაქის ტერიტორიაზე კომუნალური სერვსების ხელმისაწვდომობა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან მჟავანაძის განცხადებით: 
" კვლევა ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპის ანაგრიშის შედეგმა აჩვენა, რომ მომსახურების მიწოდება განსხვავდება ქალაქის ცენტრალურ და გარე უბნებში."

კვლევა ქალაქის 115 ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა. ანალიზში ვრცლადაა ასახული შედეგი, კონკრეტულად რომელ უბნებში რა კმაყოფილების დონეა კომუნალური სერვისების მიწოდების კუთხით.

 " კვლევის შედეგად მიღებული დოკუმენტი, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გამოყენების მიზნით კარგი საშუალებაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რიგი პრობლემები გადაჭრილია ან ასახულია მიმდინარე ბიუჯეტში. თუმცა სამომავლოდ გასათვალისწინებელი საკითხებიც ბევრია. ვიმედოვნებ, აღმასრულებელი ორგანოსთვისაც ეს ანალიზი იქნება ერთ-ერთი სამოქმედო გეგმა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზაციას ასეთი კვალიფიციური ანალიზისათვის. " - განაცხადა ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელმა ლავრენტი ბიგვავამ.

 კვლევა მომზადდა " თანამშრომლობა ქალაქ ოზურგეთში თვითმმართველობის გამჭვირვალობის და მუნიციპალური სერვისების გასაუმჯობესებლად" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის ფონდი მიერ. პროექტი ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის " პროგრესის სახლი"-სა (ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ) და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის მიერ განხორციელდა.