სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

04/09/2017

მსჯელობა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგზე.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 6 სექტემბერს გაიმართება.
 ბიურომ, დღეს, იმ საკითხებზე იმსჯელა, რომლებიც სხდომის დღის წესრიგში აისახა.
საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ " განკარგულების მიღებას ეყრება კენჭი.
გადაწყვეტილებას მიიღებენ "მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ". საკითხზე, დადებითი დასკვნა აგრარულ საკითხთა კომისიამ შეიმუშავა.
საკრებულოს მორიგი სხდომა 11 საათზე დაიწყება.