სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

15/05/2018

მუნიციპალური სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის პრეზენტაცია





დღეს ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა ,,პროგრესის სახლი", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალური სერვისების მიწოდების შედეგად, მოსახლეობის კმაყოფილების კვლევის მეორე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა. 

კვლევის მიზანი იყო გამოევლინა ქალაქის ტერიტორიაზე კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომობა. კვლევის პირველი ეტაპი, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დასრულდა აჩვენა, რომ მომსახურების მიწოდება განსხვავდება ქალაქის ცენტრში და გარეუბნებში. ანგარიშში მოცემული იყო შედარებითი ანალიზი კვლევის ორ ეტაპს შორის. 
კვლევა ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებულ 115 ქუჩაზე ჩატარდა, რომელიც დაყოფილია ცხრა უბნად.
კვლევა მომზადდა პროექტის ,,თანამშრომლობა ქალაქ ოზურგეთში თვითმმართველობის გამჭვირვალობის და მუნიციპალური სერვისების გასაუმჯობესებლად" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის ფონდის მიერ. 
პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე დაესწრო.