სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

05/12/2017

NALAG -ის დელეგატად გიორგი ღურჯუმელიძე დასახელდა.





საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ასოციაციის ეროვნული ასამბლეის დელეგატად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დასახელდა. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ აღნიშნა: "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა მეექვსე ეროვნული ასამბლეა 8 დეკემბერს ქ. თბილისში გაიართება, სადაც ასამბლეის დელეგატთა უფლებამოსილების ცნობა მოხდება".
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკური ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს აერთიანებს .