სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

08/06/2018

ნატანებში წყალმომარაგების სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ახალშენის დასახლებაში, სადაც 29 ოჯახი ცხოვრობს წყალმომარაგების სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა წლებია აწუხებს. იგეგმება წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპის მომზადება, რის შემდგომაც დაახლოებით 60 ოჯახისთვის მოხდება წყლის მიწოდება, ხოლო მესამე ეტაპი მთლიანად მოიცავს სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას. აღნიშნული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ალექსანდრე სურგულაძემ და მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ შპს ,,სატისის" ხელმძღვანელთან, დავით ცერცვაძესთან ერთად დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. სამუშაოებს შპს ,,სატისი" ასრულებს.