სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/07/2018

ნოდარ დუმბაძის II საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა





ნოდარ დუმბაძის სახელობის II საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.
150 წლის იუბილეს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პომპეზურად აღნიშნავს.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გურიის მხარის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები, ალექსანდრე სურგულაძე, ირაკლი სირაძე და ოსიკო თოთიბაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერები, ასევე საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და უცხოური დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
თეატრის თაღებში გაიხსნა ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი. 
მიხეილ გიორგაძემ კინოსა და თეატრის ვარსკვლავს, ამირან ქადეიშვილს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია და შესრულდა ოზურგეთის თეატრის ჰიმნი.
ნოდარ დუმბაძის სახელობის II საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოსა და უცხოეთის თეატრალური დასები მიიღებენ.