სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/03/2018

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ხანძრის შედეგად მონადირეთა მაღაზია დაიწვა





ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მონადირეთა მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. 
თვითმხილველები ამბობენ, რომ მაღაზიაში ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რამაც ცეცხლის გაჩენა გამოიწვია. 
მაღაზია მთლიანად დაიწვა,  დაშავებულია მაღაზიის მეპატრონე და გამყიდველი. მათ სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა მიიღეს. 
ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც დაშავებულს პირველად დახმარებას უწევენ. 
ხანძარი ლოკალიზებულია.