სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

12/01/2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 41 ხმით დაამტკიცა.

 ბიუჯეტი 18 მილიონ 619 ათასი ლარითაა წარმოდგენილი და ის ოთხ ძირითად პრიორიტეტს მოხმარდება:

- ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
- განათლების ხელშეწყობა;
- კულტურა;
- მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

 " თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ შესრულებულია ცენტრალური ხელისუფლების დაპირება და არც ერთი თეთრით არ შემცირებულა ტრანსფერი წინა წლის ორივე მუნიციპალიტეტის ჯამურ მაჩვენებელთან მიმართებაში. ჩვენ დღეს განვიხილავთ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 18 მილიონ 619 ათასი 
ლარითაა წარმოდგენილი" - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა.

პროექტის დამტკიცებას წინ განხილვა უსწრებდა. საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გია მამაკაიშვილმა უპასუხა.

ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ სტატისტიკური მონაცემებით , 2012 -2014 წლების დამტკიცებულ ბიუჯეტებთან ამ წლის ბიუჯეტის მაჩვენებლების შედარებაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით შემოსავლების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც ნიშნავს ძირითად პრიორიტეტებში შესაბამისი თანხების ზრდას.

გასული წლის ნაშთების დაზუსტებასა და ასახვაზე დასვა შეკითხვა - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მაოდგილემ მარიკა ჩხიკვიშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნება- მწვანეები"-დან ხათუნა ცერცვაძე მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის სტრატეგიით დაინტერესდა, თუ რამდენადაა ასახული ის ბიუჯეტის პროექტში.

 ფრაქცია "ოზურგეთელ მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისთვის" თავმჯდომარემ შოთა გოგიბერიძემ 2018 წლის ბიუჯეტში ვეტერანების დახმარების პროგრამის გათვალისწინება ითხოვა.

 კონკრეტული შენიშვნების მიუხედავად ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ." ფრაქციის თავმჯდომარემ დავით მჟვანაძემ ყურადღება გაამახვილა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე.

 საკრებულოს მუდივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებმა, ბიუჯეტთან დაკავშირებით დადებითი დასკვნები წარმოადგინეს.

 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დამსწრეთა სრული შემადგენლობით - 41 ხმით დამტკიცდა.