სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

09/08/2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა





დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შემუშავების სამუშაოთა ორგანიზების მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განკარგულების მიღების თაობაზე, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის შემუშავების მიზნით კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო წესის დამტკიცების შესახებ, მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ .