სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

12/04/2018

პასქის ფესტივალი - 2018





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში რიგით მე-7 „პასქის ფესტივალი“ გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხელნაკეთი კომპოზიციები. წლევანდელი პასქის ფესტივალი  მონაწილეთა განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა.

გაიმართა გამოფენა-დაგემოვნება, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინდივიდუალური ავტორები და სხვადასხვა ორგანიზაციები. 

ფესტივალის მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრები. 

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით და პრიზებით. 

ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ვიცე-მერი ალექსანდრე სურგულაძე და მერის მოადგილეები დაესწრნენ.

პასქის ფესტივალის ავტორი და დამფუძნებელია ჟურნალისტი ლია კილაძე.  

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილება, ა.(ა).ი.პ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანება."  

ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.