სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

13/02/2018

პროექტ "რა ყოფილა გურია-ს" ახალი გამოწვევები და პერსპექტივები





დღეს სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში, პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. 
შეხვედრას ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ, სადაც განხორციელებული აქტივობების ანალიზი და ახალი პერსპექტივები განიხილეს
დღესვე პროექტის ორგანიზატორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს შეხვდნენ და პროექტის სტრატეგიული გეგმის დეტალები გააცნეს. 
„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც გურიის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს. პროეტი მიმართულია გურიის ტურისტული პოტენციალის კვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარადჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.
აპლიკანტი ორგანიზაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტია, რომელიც პროექტს ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან, ასევე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს. 
#გურია #ოზურგეთი #რაყოფილაგურია2018