სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

09/08/2018

პროექტი "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის"





დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) პარტნიორებთან ერთად ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. პროექტი მუშაობს სამ ძირითად სამიზნე ჯგუფთან, კერძო სექტორი, ხელისუფლება და ქალები, მათ შორის სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი ქალთა ჯგუფებთან პროექტის ფარგლებში შერჩეულ თემებთან. პროექტის სამიზნე რეგიონებია შიდა ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებისათვის პროექტი მიზნად ისახავს ქალთა, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალების, უფლებადამცველების და კერძო სექტორის პარტნიორობას მათი განვითარების შესაძლებლობების, ეკონომიკური უსაფრთხოების გაზრდისათვის. პროექტის მონაწილე და განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციები არიან სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და ფონდი ტასო.