სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

02/02/2018

• ქალაქ ოზურგეთში 2 ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო





ქალაქ ოზურგეთში  ა. გრიბოედოვისა და სანაპიროს ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია სანაპიროსა და ჟღენტის ქუჩების მოასფალტება, გზაგამტარის, სანიაღვრე არხებისა  და ბორდიურების მოწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  205 922 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2 თვის ვადაში დასრულდება.

ა. გრიბოედოვის ქუჩის პირველ შესახვევში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. იგეგმება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია.

პროექტის ჯამური ღირებულებაა 75 917 ლარი. სამუშაოებს შპს „პალადა“ ახორციელებს.