სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

08/06/2018

საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული მე-2 სკოლა გახდა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სასკოლო გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი დასრულდა.

დღეს გურიის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულ ღონისძიებათა დარბაზში ჩემპიონატის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ.

სკოლებს შორის საჭადრაკო ტურნირი 7 ივნისიდან დაიწყო.

ჩემპიონატში სულ 19 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალურ ეტაპზე ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა 2  გუნდით, N1, N4  და გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდები გადავიდნენ.

პირველი ადგილი მე-2 საჯარო სკოლამ, მეორე - გაბრიელ ეპისკოპოსის

გამარჯვებული გუნდები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და გურიის გუბერნატორის მოადგილემ, გია ებრალიძემ მედლებით, თასებით, დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სასკოლო გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებისა“ და გურიის  ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.