სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

16/04/2018

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა





საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიამ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ" დადგენილების პროექტზე იმსჯელა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაგანავამ განმარტა, საკრებულო ახალ ნორმატიულ აქტს მიიღებს, ხოლო ის რეგულაციები, რომლებიც ცალკე თემთა და ქალაქის მუნიციპალიტეტებში მოქმედებდა აღნიშნული დადგენილების დამტკიცების შედეგად ძალადაკარგულად გამოცხადდება. კომისიის სხდომაზევე აღინიშნა, რომ ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით გადასახადის გადამხდელთათვის არ იზრდება დღეს მოქმედი გადასახადის არც სახეობა და არც რაოდენობა. 

საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, დადგენილების პროექტის დამტკიცებას კენჭი საკრებულოს სხდომაზე ეყრება.