სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

09/08/2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხები.





საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ გასამართ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ოთხ საკითხს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ.

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის შემუშავების მიზნით კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო წესის დამტიცების შესახებ“ ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც კენჭი ეყრება. ბიუროს წევრების განმარტებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ახალი სიმბოლოების შემუშავების საკითხი, წორედ ამ მიზნით, საკრებულო წესისი დამტკიცების შემდეგ კონკურსს გამოაცხადებს.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარებამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ განკარგულების მიღება განაპირობა.პროექტში ბიუროს სხდომაზე შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საკითხის დამტკიცებაზე საკრებულო იმსჯელებს.

მსჯელობის საგნად იქცა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანა. ბიუროს წევრების შეკითხვებს, რანგებში ცვლილებებთან დაკავშირებით ვადების დარღვევზე, საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შესახებ მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ უპასუხა.

საკითხზე საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. "წარმოების პროცესში ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს არგუმენტირებული პასუხი" - აღინიშნა სხდომაზე.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 10 აგვისტოს 12 საათზე სხდომათა დარბაზში დაიწყება.