სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

04/12/2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება და საშტატო ნუსხა დამტკიცდა. 
საკითხი საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ წარუდგინა. 
" საკრებულოს კომისიები, აღმასრულებელ რგოლთან ერთად ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. საკრებულოს მოსაზრებების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იქნა და დღეს ჩვენ კენჭს ვუყრით წარმოდგენილ პროექტს" - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ. 9 სამსახურით წარმოდგენილი საშტატო სტრუქტურა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
დღესვე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით აღნიშნული 9 სამსახურის დებულებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. დასრულების ვადად ამ შემთხვევაშიც საკრებულოს მორიგი სხდომა განისაზღვრა.