სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

12/01/2018

საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხს უყარა კენჭი.

 ცნობად იქნა მიღებული სამი ფრაქციის "ქართული ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება-კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მწვანეები"-ს შექმნა.

ძალადაკარგულად გამოცხადდა ა(ა)იპ -ების "მომსახურების ცენტრისა" და " საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებები.

 საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მერიის ორი სამსახურის : სამართლებრივი უზრუნველყოფის, ზედამხედველობისა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულებების დამტკიცების შესახებ, დადგენილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკრებულომ დღეს საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის თაობაზე განკარგულება მიიღო, რაც საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივ დარბაზს უფლებამოსილებას სძენს დებულებითა და რეგლამენტით გაწერილი უფლება-მოვალეობების შესასრულებლად.

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმების შესახებ“ განკარგულება იქნა მიღებული. რაც მერს შესაზლებლობას აძლევს შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებს ზემოთ მიიღოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

თანხმობა მიეცა მერს 2017 წელს გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართ რეორგანიზაციის განხორციელებისათვის. დეპუტატები ა(ა)იპ-ების შერწყმის პროცესით დაინტერესდნენ და კონკრეტული შეკითხვებით მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს მიმართეს.